ლივერპული თავდასხმაში ცვლილებებს გეგმავს
„ლივერპული“ ზაფხულში ცვლილებებისთვის ემზადება. არნე სლოტი რამდენიმე ტრანსფერის განხორცილებას გეგმავს.
მთავარი მწვრთნელისთვის პრიორიტეტული მოჰამედ სალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის შენარჩუნება იყო, რაც კლუბმა უკვე მოაგვარა და ორივე მათგანთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
ამჯერად სლოტს სურს ახალი ცენტრფორვარდი გაიფორმოს და საამისოდ გუნდიდან დარვინ ნუნესის წასვლა ანონსდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ურუგვაელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, რისი წინააღმდეგიც „მერსისაიდელთა“ ხელმძღვანელობა არ არის.
დარვინის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოს“ სურს, თუმცა ფეხბურთელს მსუყე შემოთავაზებები საუდის არაბეთიდანაც აქვს.
„ლივერპული“ კი ნუნესის შეცვლას ალექსანდრ ისაკით გეგმავს, რომელიც ამ ზაფხულს „ქაჭკაჭებს“ უდიდესი ალბათობით დატოვებს, რადგან მას ბევრი მსურველი ჰყავს.
თუ „ბარსელონა“ ფეხბურთელის ფასის დაწევას ცდილობს, „ლივერპული“ მზადაა მის სანაცვლოდ 120 მილიონი ფუნტი დაუფიქრებლად გადაიხადოს. გარდა ამისა, შვედ ფორვარდს ანაზღაურების სახით კვირაში არსებულ 120 ათას ფუნტს მნიშვნელოვნად გაუზრდიან.
აქვე გეტყვით, რომ ისაკის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ და „არსენალიც“ იჩენენ.