კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი წრე დასრულდა და შესაბამისად, საუკეთესოებიც გამოვლინდნენ.
გათამაშების ორგანიზატორების ვერსიით, პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი „იბერია 1999“-ის თავკაცი, ლევან კორღალიძე გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ამავე გუნდის მცველი, ივა გელაშვილი დასახელდა.
პარალელურად, გამოვლინდა პირველი წრის სიმბოლური გუნდიც.
მეკარე: გიორგი მაკარიძე (იბერია 1999).
მცველები: ლუკა ქაფიანიძე (ბათუმის დინამო), ივა გელაშვილი (იბერია 1999)
ნახევარმცველები: საბა ხარებაშვილი (თბილისის დინამო), აბუბაქარ კონტე (გორის დილა), უერდი მარა (ბათუმის დინამო), ლაშა კვარაცხელია (წყალტუბოს სამგურალი)
თავდასხმა: ლუკა წულუკიძე (ბათუმის დინამო), ჯალენ ბლესა (ბათუმის დინამო), იური ტაბატაძე (იბერია 1999), ირაკლი სიხარულიძე (იბერია 1999)
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე „იბერია 1999“-მა დაასრულა, რომელმაც 9 ტურში 23 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციაზე 21 ქულით ბათუმის „დინამო“ იმყოფება, მესამე პოზიციას კი 17 ქულით გორის „დილა“ იკავებს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე 24 აპრილიდან, „თელავისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩით დაიწყება.