როგორ შეიძლება თოფურიას დამარცხება | რას ამბობს მოვსარ ევლოევი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. Overdogs-ის პოდკასტში, ევლოევს ჰკითხეს, „ლეგენდას“ დასამარცხებლად საჭირო რა არის და მოვსარმა აქცენტი ზეწოლაზე გააკეთა.
„ილიას დამარცხების საიდუმლო წნეხი და მასზე ზეწოლაა. თუ მისნაირ მებრძოლებს მუშაობის საშუალებას არ მისცემ, ერთადერთი, რაც მათ შეეძლებათ, გადასარჩენად საჭირო სივრცის პოვნის მცდელობებია. 5 რაუნდი, 10 რაუნდი, 15 რაუნდი... სულერთია. მასზე ზეწოლას განვახორციელებ მანამ, სანამ არ დანებდება და შემდეგ, ფინიშზე დავიჭერ.
თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თოფურიას დიდ პატივს ვცემ. ის შესანიშნავი მებრძოლია და მისი დონის მოწინააღმდეგესთან ჩხუბი სერიოზული გამოწვევაა. თუ გინდა, რომ საუკეთესო გახდე, საუკეთესო მეტოქეები უნდა დაამარცხო და თოფურია ერთ-ერთია“.
ცნობისთვის, ევლოევს საჩემპიონო ამბიციები აქვს და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი სურს. „ვოლკმა“ სატიტულო ორთაბრძოლაში დიეგო ლოპესი დაამარცხა და დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე სწორედ მოვსარი იქნება.