მენი პაკიაო
Aa
Aa

პაკიაო რინგს უბრუნდება? | მოლაპარაკებები დაწყებულია

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, 8 სხვადასხვა წონითი დივიზიონის ჩემპიონი მენი პაკიაო, რომელმაც ბოლოს 2021 წელს იჩხუბა, შესაძლოა რინგს დაუბრუნდეს.

პოპულარული გამოცემა Brunch Boxing-ის ინფორმაციით, 46 წლის პაკიაომ შესაძლოა უკვე მიმდინარე წელს იჩხუბოს.
ცნობისთვის, 2016-2022 წლებში პაკიაო ფილიპინების სენატში მუშაობდა და ახლაც წინასაარჩევნო კამპანიით არის დაკავებული.

ფილიპინებში სენატის არჩევნები 12 მაისს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, Brunch Boxing-ის ცნობით, პაკიაო შესაძლოა კრივზე გადაერთოს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიო ბარიოსსა და მენი პაკიაოს ჩხუბთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ივლისში შედგეს“, - წერს გამოცემა.

რაც შეეხება მარიო ბარიოსს, 29 წლის ამერიკელმა მოკრივემ ბოლოს გასული წლის ნოემბერში იჩხუბა - მისი და აბელ რამოსის დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რის შედეგადაც ბარიოსმა კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ვერსიით ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ კრივის ისტორიაში პაკიაო ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი 8 სხვადასხვა წონით დივიზიონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
WBO-მ უსიკს პარკერთან ჩხუბი დაავალდებულა
WBO-მ უსიკს პარკერთან ჩხუბი დაავალდებულა