„არავისგან არ გავრბივარ“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა და ექსჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.
ბრაზილიელმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში უბრძოლებს „ლეგენდასთან“.
„არავისგან არ გავრბივარ და არასდროს არ გავქცეულვარ. თუ ეს ტიტულისთვის ჩხუბი იქნება, რატომაც არ ვიბრძოლებ თოფურიასთან? მე ტიტული მჭირდება. არ მინდა კიდევ ერთხელ ვიჩხუბო, რომ სატიტულო ბრძოლას დაველოდო, არა“, - თქვა „დუ ბრონქსმა“ Portal Du Vale Tudo-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, ამჟამად ოლივეირა მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი და სატიტულო ჩხუბის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ბოლოს „დუ ბრონქსმა“ გასული წლის ნოემბერში გამართა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მაიკლ ჩენდლერს მოუგო.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა.