პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ჩხუბის შემდეგ ხუთი მილქშეიქი დავლიე“ | პიმბლეტმა 18 კილოგრამი მოიმატა

UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ქვემძიმე წონითი დივიზიონისთვის განკუთვნილ წონას უახლოვდება. „ბედიმ“ ბოლოს UFC 314-ზე იჩხუბა, რომელიც 13 აპრილს გაიმართა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. აწონვების ცერემონიაზე, პიმბლეტმა 70 კგ დააფიქსირა, მაგრამ უკვე 18 კილოგრამი აქვს მომატებული.

„დაახლოებით 88 კილოგრამს ვიწონი. კვირას, ჩხუბის შემდეგ, ხუთი მილქშეიქი დავლიე. დღეს დილით, როდესაც გავიღვიძე, 86 კილოგრამი ვიყავი. მსუქანი ვარ, მაგრამ ამაზე მძიმეც ვყოფილვარ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სასწორზე 90 კილოგრამი არასდროს დამიფიქსირებია.

აშშ-ში ისეთი საჭმელია, ნამდვილი მანქანა ვხდები, ინგლისში კი ყველაფერი სხვანაირადაა. მაგალითად, როდესაც რესტორანში მივდივარ და კოკა-კოლას ვითხოვ, ერთ კოკა-კოლას ვიღებ. აშშ-ში კი ასე არაა. როდესაც მოთხოვნილ კოკა-კოლას ვსვამ, მოდიან, ჭიქა მიაქვთ და მაგიდაზე ახალ კოკა-კოლას მიდებენ“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ჩენდლერი მესამე რაუნდში დააფინიშა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ორთაბრძოლის შემდეგ, პედიმ ჯასტინ გეიჯი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე და არმან ცარუკიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ვარსკვლავია!“ | კონორ მაკგრეგორმა დვალიშვილი შეაქო
„მერაბი ვარსკვლავია!“ | კონორ მაკგრეგორმა დვალიშვილი შეაქო