მან.უნაიტედმა ანდრე ონანა შესაძლო დიოგუ კოშტათი შეცვალოს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიოგუ კოშტას მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ Correio da Manhã წერს.
გამოცემის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ანდრე ონანას შემცვლელს ეძებენ და „პორტუს“ მეკარე მთავარ სამიზნედ მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა 25 წლის პორტუგალიელის ბოლო თამაშზე დასასწრებად სკაუტები გაგზავნა. მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტიც“ ავლენს.
„პორტუს“ პრეზიდენტი, ანდრე ვილაშ-ბოაში მზადა, კოშტა 75 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა მხოლოდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2023 წლის ივლისიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე კამერუნელი გოლკიპერის საბაზრო ღირებულება 32 მილიონი ევროა.