კაფუ: ეს აშკარაა - ოქროს ბურთს რაფინია იმსახურებს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკუშ კაფუ თვლის, რომ 2025 წელს ოქროს ბურთს მისი თანამემამულე რაფინია იმსახურებს.
„ოქროს ბურთი? რაფინიას მას უკვე დიდი ხანია იმსახურებს. ამ სეზონში ეს ძალიან მარტივად არის შესამჩნევი. თუ გავითვალისწინებთ იმ მატჩებს, რომლებიც მან ჩაატარა, არა მხოლოდ ლა ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც. შემდეგ უკვე ყველაფერი ნათელი გახდება. მას უმაღლესი დონის სეზონი აქვს და ჯილდოს იმსახურებს“.
- ამბობს კაფუ.
რაფინიას მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. მის ანგარიშზე 30 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა. ეს კი ევროპაში წელს საუკეთესო შედეგია.
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს და ყველა დიდ მატჩში საგოლე მოქმედება უფიქსირდება. ბუკმეიკერები ბრაზილიელს ოქროს ბურთზე დღემდე ნომერ პირველ ფავორიტად ასახელებენ.