ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„მახაჩევისთვის ტიტულის ჩამორთმევა? ეს სიგიჟე იქნება“ - ბისპინგი

UFC-ის კომენტატორმა და ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა განაცხადა, რომ თუ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ჩხუბს არ ისურვებს, მას ჩემპიონის ტიტულს ვერავინ ჩამოართმევს. ამის შესახებ ბისპინგმა თავის YouTube-არხზე განაცხადა.

მაიკლ ბისპინგი: 

„ილია თოფურია VS ისლამ მახაჩევი - ესაა ბრძოლა, რომელიც აუცილებლაც უნდა ჩაინიშნოს. თუ ეს არ მოხდება, თუ ისლამი იტყვის, რომ ჯეკ დელა მადალენასა და ბელალ მუჰამედს შორის გამარჯვებულთან ჩხუბი სურს, მას ქამარს ვერავინ ჩამოართმევს.

მახაჩევი დიდი ჩემპიონია, მას არაერთხელ მიუღია გამოწვევა ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე. ისლამი პლანეტის ყველაზე წარმატებული მსუბუქწონოსანია ამ სპორტის ისტორიაში, ამიტომ მისთვის ქამრის ჩამორთმევაზე ლაპარაკიც კი სიგიჟე იქნება. ეს უბრალოდ არ მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მახაჩევის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ისლამი არ აპირებს, ისევ ქვემსუბუქი წონიდან ამოსულ მებრძოლთან იჩხუბოს, და მიიჩნევს, რომ მასთან დაპირისპირებამდე თოფურიამ მსუბუქ წონაში ძალები სხვა მებრძოლებთან უნდა მოსინჯოს.

თავის მხრივ, „ლეგენდამ“ ხაბიბის ამ განცხადებას ასე უპასუხა: „ხაბიბმა იცის, რომ მე ვარ ის, ვინც ისლამს საჩემპიონო ქამარს წაართმევს. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც, მას არ უნდა, რომ მახაჩევმა ჩემთან იჩხუბოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას მარტივი ჩხუბი არ ექნება“ | მერაბს თოფურია VS მახაჩევის ჩანიშვნა სურს
„ილიას მარტივი ჩხუბი არ ექნება“ | მერაბს თოფურია VS მახაჩევის ჩანიშვნა სურს