ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

საბოლოო შეთანხმება მიღწეულია - სონენი ასპინალისა და ჯონსის ჩხუბზე

ტომ ასპინალისა და ჯონ ჯონსის ბრძოლა საბოლოოდ შეთანხმებულია. ამის შესახებ UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად MMA-ს ექსპერტმა. ჩეილ სონენმა განაცხადა.

„საკმარისად დარწმუნებული ვარ, რათა ეს ვთქვა: ბრძოლა შეთანხმებული. ჯონ ჯონსსა და ტომ ასპინალს შორის ჩხუბის დეტალებზე შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია. ჯონი არ გაქცევია ამ ორთაბრძოლას, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს გაეკეთებინა“, - თქვა სონენმა.

მანამდე თავად ასპინალმა თქვა, რომ მალე მის ჩხუბზე განცხადება გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.

გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | ბელალ მუჰამედმა თოფურიას უპასუხა
„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | ბელალ მუჰამედმა თოფურიას უპასუხა