გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ძალიან რთული კვირა გვქონდა“ - მიქაუტაძე ზედიზედ ორ მარცხზე

 „ლიონის“ ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ „სენტ-ეტიენთან“ დერბიში განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

მიქაუტაძის თქმით, გუნდს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე რეაგირება მართებს, ვინაიდან ჯერ არაფერი დასრულებულა.

გიორგი მიქაუტაძე:

„ძალიან რთული კვირა გვქონდა. მერწმუნეთ, პირველ რიგში ეს ჩვენ გვაწუხებს. თუმცა ჩვენ „ლიონი“ ვართ და რეაგირება გვმართებს, იმიტომ რომ ჯერ არაფერი დასრულებულა“.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 6:7) და ასპარეზობას გამოეთიშა, გასულ უქმეებზე კი დერბიში „სენტ-ეტიენს“ ესტუმრა და 1:2 წააგო. ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში „ლიონი“ 51 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, 24 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 15 გოლი და 11 ასისტი დაუგროვდა. მომდევნო მატჩს „ლიონი“ შაბათს, 26 აპრილს შინ, „რენის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - ნანტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში
პსჟ - ნანტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში