პსჟ - ნანტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებული შეხვერა გაიმართება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ნანტს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ თამაშის გამო მიიღო.
ფრანგული მედია დღევანდელი შეხვედრისთვის პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობაზე წერს და მოიაზრებს, რომ ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო თერთმეტეულში დააყენებს.
Le Parisien:
დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე, ლი.
L’Equipe:
საფონოვი - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე, ლი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა განაღდებული აქვს და გათამაშებს დასრულებამდე 4 ტურით ადრე ისღა დარჩა გასარკვევი, ჩაამთავრებს თუ არა ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონს წაუგებლად. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნანტის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.