ფიგუ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად პსჟ-ს მიიჩნევს
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენს“ მიიჩნევს.
„მათ აქვთ სტაბილური შედეგები და ბრწყინვალე ფიზიკური ფორმა, მაგრამ რთულია საბოლოო პროგნოზის გაკეთება“, - თქვა ფიგუმ.
კითხვაზე, როგორი იქნება „ინტერი“-„ბარსელონას“ მატჩი, მან უპასუხა:
„ამ გუნდებს განსხვავებული სტილი აქვთ. „ინტერი“ არა მხოლოდ დაცვაშია კარგი. მილანელებს ტრებლის შესრულება შეუძლიათ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.