სოლარი ან რაული - Relevo ანჩელოტის შემცვლელზე წერს
სანტიაგო სოლარიმ შესაძლოა მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ Relevo წერს.
გამოცემის ცნობით, კარლო ანჩელოტი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შეიძლება დაითხოვონ, თუ მისი გაწვრთნილი გუნდი ესპანეთის თასის ფინალში, „ბარსელონასთან“ დამარცხდა. მატჩი 26 აპრილს გაიმართება.
ამ შემთხვევაში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულებამდე, სამეფო კლუბს რაული ან სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს, თუმცა მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა.
როგორც Relevo წერს, საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, „რეალს“ ჩაბი ალონსო ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალი“ „არსენალთან“ დამარცხდა, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კი ის მე-2 ადგილს იკავებს.
„პაპა კარლო“ „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა. ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.
65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.