ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„გადახედე წარსულს, რამდენი სისულელე თქვი“ - დუ პლესიმ ჩიმაევს უპასუხა

UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დენა უაითს საშუალო წონით დივიზიონის ჩემპიონის დრიკუს დუ პლესის მომავალი მეტოქის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა უკვე ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ სამხრეთ აფრიკელს საჩემპიონო ქამრის დაცვა დაუმარცხებელ ჩეჩენ მებრძოლთან, ხამზატ ჩიმაევთან მოუწევს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დრიკუსზე არაკორექტული სიტყვები თქვა და პასუხიც მალევე მიიღო.

ჩიმაევმა განაცხადა, რომ დუ პლესი არასანახაობრივი ბრძოლების ჩატარების გარდა, ბოლო პერიოდში სისულელეების ლაპარაკითაც გამოირჩევა, რაც მის უპირატესობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ჩეჩენი სპორტსმენის საპასუხოდ კი, დუ პლესიმ 2022 წლის სექტემბრიდან დღემდე მოყოლებული თავისი და ხამზატის რეკორდების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ მის უპირატესობაზე მეტყველებდა და ქვემოთ მიაწერა, რომ ოპონენტებისთვის ეს ყველაზე კარგი პასუხია. ამავდროულად კი ჩიმაევს უთხრა, რომ წარსულში მას იმდენი სისულელე აქვს ნათქვამი, რომ სხვის სისულელეებზე ყურადღებას არ უნდა ამახვილებდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულ UFC 312-ის მთავარ ბრძოლაში დუ პლესიმ ამერიკელი შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ჩიმაევს, ის წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს და ბოლოს გასული წლის ოქტომბერში, რობერტ უიტაკერს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორალოს თქმით, ჩიმაევი მასთან ჩხუბს დათანხმდა
ბორალოს თქმით, ჩიმაევი მასთან ჩხუბს დათანხმდა