სერია A-ს გადადებული მატჩების ჩატარების თარიღი ცნობილია
სერია A-მ გადადებული მატჩების ჩატარების თარიღი დაასახელა.
დღეს დაგეგმილი ყველა თამაში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გადაიდო. ეს შეხვედრები იყო:
ტორინო - უდინეზე
კალიარი - ფიორენტინა
ჯენოა - ლაციო
პარმა - იუვენტუსი
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.
პაპის გარდაცვალების გამო სერია B-ს, სერია C-სა და პრიმავერას შეხვედრებიც გადაიდო. დღეს ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანას'' „ჩიტადელასთან'' უნდა ეთამაშა, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ - „სასუოლოსთან“, თუმცა ეს თამაშები სხვა დროს გაიმართება.