ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

ბორალოს თქმით, ჩიმაევი მასთან ჩხუბს დათანხმდა

კაიო ბორალოს თქმით, UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა, მასთან ჩხუბის გამართვაზე თანხმობა განაცხადა. 

„ხამზატი დათანხმდა. ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, დროებითი ქამარია. ეს ჩხუბი უფრო მაგარი იქნება, ვიდრე  დრიკუსთან შესაძლო ბრძოლა - ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ“, - დაწერა ბრაზილიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ადრე მოსალოდნელი იყო, რომ ჩიმაევი ჩხუბს საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონ, დრიკუს დუ პლესისთან გამართავდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც მათი ჩხუბის ანონსი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გეტყვით ასევე, რომ სამხრეთ აფრიკელმა ბოლო ორთაბრძოლა თებერვალში, შონ სტირკლენდთან გამართა და მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხაბიბს ვეთანხმები, ჯერ ეს უნდა გააკეთოს“ | ბელალმა ილიას სატიტულო ამბიციებზე ისაუბრა
„ხაბიბს ვეთანხმები, ჯერ ეს უნდა გააკეთოს“ | ბელალმა ილიას სატიტულო ამბიციებზე ისაუბრა