„არ ვიცით, ლევანდოვსკი როდის დაბრუნდება“ | ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის გუნდს მომდევნო შეხვედრა „მალიორკას“ წინააღმდეგ ელის და ფლიკი „ბლაუგრანას“ ქომაგთათვის საინტერესო საკითხებსაც შეეხო.
„მალიორკას კარგი სეზონი აქვს და შეუძლია, ევროტურნირების საგზური მოიპოვოს. რთული შეხვედრა იქნება გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს და კონტრშეტევებზე შესანიშნავად გადადის. აუცილებელია, ბოლომდე მზად ვიყოთ.
რობერტ ლევანდოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა? იმედი მაქვს, გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად იქნება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. არ ვიცით, როდის დაბრუნდება ან რამდენი ხანი გაუცდება. ამ ეტაპზე, სხვა არაფრის თქმა არ მინდა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი? ის მზადაა. ვესაუბრე და გადავწყვეტთ როდის იქნება შესაფერისი დრო, რათა მოედანზე გავიდეს.
ლა ლიგის დასკვნითი ეტაპი? არავინ იცის, რა მოხდება. სელტას წინააღმდეგ გაგვიჭირდა, რეალს კი ბილბაოსთან ჰქონდა პრობლემები. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. იმედია, ქულებს არ დავკარგავთ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს. სელტასთან მატჩი გამოსაფხიზლებელი შეხვედრა იყო და გვინდა, სწორი მიმართულებით ვიაროთ. გრძელი გზაა გასავლელი და დასრულებული არაფერია. რეალი ფანტასტიკური კლუბია და მიზნის მიღწევას ისინიც შეეცდებიან“.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ დაზიანება „სელტასთან“ მატჩში მიიღო. ესპანურ პრესაში წერენ, რომ პოლონელ ფეხბურთელს 2-3 კვირა გაუცდება, რაც „ბლაუგრანასთვის“ სერიოზული დარტყმა იქნება. 27 აპრილს, კატალონიელებს „ელ კლასიკო“ და „რეალთან“ თასის ფინალი ელით, 30-ში კი ჩემპიონთა ლიგაზე, „ინტერს“ ხვდებიან.