ჯეიმი კარაგერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

„მისი ადგილი ახლა სათადარიგო სკამზეა“ - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა

ინგლისის პრემიერ ლიგის XXXIII ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლესტერი“ ურთულეს ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა და გამარჯვების ბურთი ცვლილებაზე ხუთი წუთის შესულმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა 76-ე წუთზე გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გუნდის წამყვანი ფეხბურთელი თადარიგში იმ უბრალო მიზეზის გამო დატოვა, რომ ის ახალი გამოჯანმრთელებულია და სრული დატვირთვით თამაში არ შეუძლია.

თუმცა, „წითლების“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, თვლის, რომ არნოლდის ადგილი სათადარიგო სკამზეა.

რას ამბობს კარაგერი

ჩემი აზრი ასეთია - თუ ტრენტი კლუბის ხელმძღვანელებს არ მისცემს გარანტიას, რომ რჩება და კონტრაქტს ახანგრძლივებს, რის გაკეთებასაც როგორც ჩანს ნამდვილად არ აპირებს, ის ძირითად შემადგენლობაში არ უნდა დააყენონ და ასეთი ფეხბურთელის ადგილი სათადარიგო სკამზეა. ვაღიარებ, საოცარი მოთამაშეა, რომლის წასვლის შემდეგაც გუნდი არამხოლოდ დაცვაში, არამედ შეტევაში დასუსტდება, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რეალობა კი ასეთია - არნოლდს წასვლა სურს და მის ადგილზე თამაშს 21 წლის კონორ ბრედლი ვერ შეეჩვევა, თუ ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს მერსისაიდულ გრანდთან აღარ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური სცენარით იგეგმებოდა მოვლენების განვითარება ვირჯილ ვან დაიკისა და მოჰამედ სალაჰის შემთხვევაშიც, თუმცა ორივე მათგანი დარჩენაზე დაიყოლიეს, რის გამოც გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი ალექსანდრ-არნოლდთან მიმართებაშიც არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ვან დაიკი ლივერპულში რჩება
ოფიციალურად - ვან დაიკი ლივერპულში რჩება