ლეგენდარული უგო გატი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული უგო გატი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი მეკარე, უგო გატი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია არგენტინულმა გამოცემებმა გაავრცელეს და მოგვიანებით, ოჯახის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

„ელ ლოკო“ ბოლო 60 დღის განმავლობაში, საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც მენჯი დაიზიანა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ინფექცია შეეჭრა და თირკმლის პრობლემები შეექმნა.

გატის პნევმონიის, გულისა და თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. რამდენიმე საათის წინ, საავადმყოფოს წარმომადგენლები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და ადგილზე მისვლა სთხოვეს, რადგან გატის მდგომარეობა გამოსწორებას აღარ ექვემდებარებოდა. არგენტინელ მეკარეს ჯანმრთელობის პრობლემები კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჰქონდა. 2020 წელს, იგი Covid 19-ით დაინფიცირდა და პნევმონია დაემართა.

გატის კარიერის დიდი ნაწილი „ბოკა ხუნიორსში“ აქვს გატარებული და არგენტინის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, რეკორდსმენია. მისი კარიერა 1962 წელს დაიწყო, 1988 წელს კი, როდესაც დიდი სპორტიდან წავიდა, არგენტინის ჩემპიონატში 765 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“