„ილიას მარტივი ჩხუბი არ ექნება“ | მერაბს თოფურია VS მახაჩევის ჩანიშვნა სურს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მომხრეა, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ორთაბრძოლა მიიღოს. „მანქანა“ ჯეიკ შილდსს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ლეგენდა“ ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებას იმსახურებს.
„ილიასა და ისლამის ორთაბრძოლა არის ჩხუბი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს. თანაც, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონით დივიზიონში ასე გადავიდა. თოფურია ამბობს, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი აღარაა და მსუბუქ წონას წარმოადგენს.
ვიცი, რომ ისლამს ფიზიკურად პატარა მეტოქეების წინააღმდეგ ჩხუბი არ უნდა, მაგრამ თოფურია უდიდესი სახელის მქონე მებრძოლია. მახაჩევს მთელი დივიზიონი დამარცხებული ჰყავს, ვინღა დარჩა? ილიას მარტივი ორთაბრძოლა არ ელოდება, მაგრამ ამ ჩხუბის არ ჩანიშვნა სულელური გადაწყვეტილება იქნება, რადგან საუბარი სუპერ ბრძოლაზეა“.
შეგახსენებთ, რომ ილიას უარს მახაჩევის წარმომადგენლები ეუბნებიან. მათი თქმით, „ლეგენდამ“ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს და ქამრის რომელიმე პრეტენდენტი დაამარცხოს. მას დასამტკიცებელი აქვს, მსუბუქ წონით დივიზიონში რას წარმოადგენს.