ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის და ლოჩოშვილის მატჩები გადაიდო | მიზეზი პაპის გარდაცვალებაა

Lega Serie A-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო. დღეს 33-ე ტურის ოთხი მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა გუნდები სხვა დროს ითამაშებენ. ამ ეტაპზე მატჩების გამართვის თარიღი უცნობია. ეს შეხვედრებია:

ტორინო - უდინეზე

კალიარი - ფიორენტინა

ჯენოა - ლაციო

პარმა - იუვენტუსი

პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების გამო სერია B-ს, სერია C-სა და პრიმავერას შეხვედრებიც გადაიდო. დღეს ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანას'' „ჩიტადელასთან'' უნდა ეთამაშა, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს'' - „სასუოლოსთან'', თუმცა ეს თამაშები სხვა დროს გაიმართება. ამ ეტაპზე თარიღი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლები ოდიშარიას ჩაწოდებებს მოჰყვა | ქართველი შემტევის მორიგი კარგი მატჩი
გოლები ოდიშარიას ჩაწოდებებს მოჰყვა | ქართველი შემტევის მორიგი კარგი მატჩი