„წარმოიდგინეთ ნაპოლი კვარასთან ერთად...“ | ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ სერია A-ში შექმნილ ვითარებასა და საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა. ადანიმ ყურადღება „ნაპოლიზე“ გაამახვილა და „პარტენოპეის“ ყოფილი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ახსენა.
„სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამარჯვებულის ვინაობას ბევრი ფაქტორი გადაწყვეტს. ჩემი აზრით, ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. კონტეს განცხადება? ანტონიოს სურდა, ნაპოლის კვარაცხელიას ღირსეული შემცვლელი მოეყვანა. კონტე სასწაულს ახდენს და მისი პოზიცია უნდა გავიგოთ.
აურელიო დე ლაურენტისს მთავარ მწვრთნელთან მიმართებით, თანმიმდევრულობა და სტაბილურობა არ უჩვენებია. ერთ-ერთი საკითხი, რაშიც ეს გამოიხატა, კვარაცხელიას ოკაფორით ჩანაცვლებაა. წარმოიდგინეთ, ეს ნაპოლი კვარაცხელიასთან და დე ლაურენტისთან ერთად, რომელიც ზედმეტს არ ლაპარაკობს. ვფიქრობ, აურელიო მართალი არაა, რადგან ნაპოლიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ თანაბარი, 71-71 ქულა აქვთ. თუ სეზონი ისე დასრულდება, რომ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ მოიპოვებს, ჩემპიონის გამოსავლენად გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება, რომლის 90 წუთის გასვლისა და თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერიას ვიხილავთ.