გოლები ოდიშარიას ჩაწოდებებს მოჰყვა | ქართველი შემტევის მორიგი კარგი მატჩი
ლატვიის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში ლაშა ოდიშარიას რფს-მა გასვლაზე „სუპერ ნოვას’’ მოუგო - 1:2.
ქართველ გარემარბს გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია, თუმცა აქტიური იყო და ორივე გოლი მის ჩაწოდებას მოჰყვა. ასევე, 1:2-ზე შეტევა ორჯერ გაამწვავა და კარისკენ დაარტყა, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარემ ორივე შემთხვევაში მოიგერია.
ლაშა სასტარტო 11-ეულში იყო, 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ მოროზმა 85-ე წუთზე შეცვალა.
ამ სეზონში რფს-მა 8 ტურიდან 7 მოიგო და 1 დათმო. ლაშას მხოლოდ წაგებულ შეხვედრაში არ უთამაშია. 8 ტურის შემდეგ რფს 21 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „აუდას'' 5 ქულით უსწრებს.
22 წლის ქართველი შემტევის აქტივში 7 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.