ილია თოფურია, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ხაბიბს ვეთანხმები, ჯერ ეს უნდა გააკეთოს“ | ბელალმა ილიას სატიტულო ამბიციებზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიას საჩემპიონო ამბიციებზე ისაუბრა. ბელალმა განაცხადა, რომ „ლეგენდამ“ მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებამდე საჭიროა, ქამრის რომელიმე პრეტენდენტი დაამარცხოს.

„ხაბიბ ნურმაგომედოვს ვეთანხმები. თოფურიამ სატიტულო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს და ჯერ ჩარლზ ოლივეირას, ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს ეჩხუბოს. მან ფანებს უნდა დაუმტკიცოს, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენელია.

ხალხი ნახავს, ისლამი თოფურიაზე ფიზიკურად რამდენად დიდია და იმავეს იტყვიან, რასაც მის მიერ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ამბობდნენ. იტყვიან, რომ მან ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს მოუგო და ისევ პატარა მეტოქეს აჯობა. არადა ვოლკი მაშინ Pound for pound რეიტინგის პირველ ადგილზე იყო“.

ცნობისთვის, ხაბიბს რამდენჯერმე უთქვამს, რომ ილიას მსუბუქ წონაში ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს და ეგრევე სატიტულო ჩხუბს არ იმსახურებს. „არწივის“ მიხედვით, ილია ძლიერი მებრძოლია და სერიოზულ მეტოქეებს მოუგო, მაგრამ ეს ქვემსუბუქში გააკეთა და ამ მომენტისთვის, მსუბუქ წონაში არაფერს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“