ჯიმი ბატლერი, სტეფ კარი
Aa
Aa

ჰიუსტონმა პლეიოფი ცუდად დაიწყო | გოლდენ სტეიტმა სტუმრად მოიგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანმა, „ჰიუსტონ როქეთსმა“ პლეიოფი ცუდად დაიწყო. ტექსასელების მეტოქე „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ გახლავთ და „მეომრებმა“ საშინაო კედლების უპირატესობა პირველივე შეხვედრაში მოიპოვეს.

„როქეთსისა“ და „უორიორსის“ სერია ჰიუსტონში გაიხსნა და „გოლდენ სტეიტმა“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. „ჰიუსტონმა“ პირველი მეოთხედი 21:18 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდი 13:29 დათმო და თამაშში ვეღარ დაბრუნდა - 85:95.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო სტეფ კარი იყო - 31 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი. ჯიმი ბატლერმა 25 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ბრენდონ ბოძიემსკიმ - 14. „ჰიუსტონის“ მხრიდან ყველზე მეტი, 26 ქულა ალპერენ შენგუნის ანგარიშზეა. დილონ ბრუქსმა 11 ქულა მიითვალა, ფრედ ვანვლიტმა - 10.

ცნობისთვის, „ჰიუსტონისა“ და „გოლდენ სტეიტის“ სერიის მეორე შეხვედრა ტექსასში გაიმართება და მატჩს 24 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“