გოგა ბითაძე, ჯეისონ ტეიტუმი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, დერიკ უაითი
Aa
Aa

ბითაძე მატჩის ბოლოს შეიყვანეს | ბოსტონმა ორლანდოს სერიის პირველი თამაში მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის პირველ რაუნდში, „ბოსტონ სელტიქსს“ ხვდება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სერია „თიდი გარდენში“ გამართული მატჩით გახსნა და 86:103 დამარცხდა.

„ორლანდომ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა - 49:48. მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „ბოსტონმა“ ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და მესამე მეოთხედი 30:18, მეოთხე მეოთხედი კი 25:19 მოიგო.

ბითაძეს სათამაშო დრო მაშინ მიეცა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 1 წუთი და 14 წამი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 36 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ფრანც ვაგნერმა 23 ქულა გააკეთა.

„ბოსტონის“ მხრიდან 30 ქულით დერიკ უაითი გამოირჩა. პეიტონ პრიჩარდის ანგარიშზე 19 ქულა იყო. „სელტიქსის“ სუპერვარსკვლავმა, ჯეისონ ტეიტუმმა 17 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, მაგრამ მატჩის შემდეგ, მაჯას იტკიებდა და გამოკვლევები ჩაუტარდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, სერიოზული არაფერია და „ჯეითი“ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ცნობისთვის, „ბოსტონი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 24 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 03:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“
ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“