გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის შედეგიანი მატჩი - ტენერიფემ ბასკონიას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით, 93:89 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

28 სათამაშო დღის შემდეგ „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 22 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს, საკუთარ მოედანზე „კორუნიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები