მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა | ლორთქიფანიძის გოლი კრემონეზეში (U20)
პრიმავერა 1-ის 34-ე ტურში „ვერონა’’ შინ „კრემონეზესთან’’ 0:2 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაჩი ლორთქიფანიძე დასახელდა, რომელმაც 32-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ასევე, 0:0-ზე საჯარიმოს გარედან ეფექტურად დაარტყა, ბურთი კარს ოდნავ ააცილა.
დაჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო არბიტრმა „ვერონას’’ ერთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, მატჩის მიწურულს კი მის წინააღმდეგ უხეშად კიდევ ერთხელ იმოქმედეს და მსაჯმა ფრანგ მატის ფილიპეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
დაჩი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში მეექვსედ დასახელდა.
ქართველი ნახევარმცველი „კრემონეზეს’’ 20-წლამდე გუნდის კაპიტანია, ამ სეზონში პრიმავერა 1-ში 26 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
2023-24 წლების სეზონში დაჩი „კრემონეზეს’’ 19-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, გუნდმა პრიმავერა 2 მოიგო, რაშიც დაჩიმ დიდი წვლილი შეიტანა. ზაფხულში „კრემონეზეს’’ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა, ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის შანსი ჯერ არ მისცეს, სერია B-ს სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.
ასევე გეტყვით, რომ იანვარში იტალიური Pianeta Serie B „კრემონეზეს’’ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის, დაჩი ლორთქიფანიძის თამაშს გამოეხმაურა. ჟურნალისტი ფრანჩესკო ფედელე დაჩის პროგრესს ხაზს უსვამდა, რომ ნიჭიერი ქართველი მოთამაშე ჩამოყალიბდა, დაღვინდა და პირველ გუნდში თამაშისთვის მზადა იყო. ფედელე დაჩის კარიერას მიმოიხილავდა და თვლიდა, რომ პირველ გუნდში სათამაშო დროს იმსახურებდა: „დაჩი იმსახურებს ამ ნახტომის საშუალება მისცენ''.
დაჩის საქართველოს 16, 17,18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გასულ წელს რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვია, ხორვატიასთან მოგებულ ისტორიულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.