ეკატერინე გორგოძე სლოვენიაში გამართული ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
ეკატერინე გორგოძე სლოვენიაში გამართული ITF-ის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 363-ე ადგილს იკავებს, ფინალში WTA-ის რეიტინგის 294-ე ნომერს, ავსტრიელ იულია გრაბერს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში - 6:2, 6:2 დამარცხდა.
გორგოძემ ტურნირზე ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო და პირველ მატჩში ფრანგი ჟანიჩიევიჩი სამ სეტში - 6:3, 4:6, 10:6 დაამარცხა. 1/8 ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ჩრდ. მაკედონიელ გიორჩესკას ოსამ სეტში - 5:7, 6:0, 2:6 მოუგო.
1/4 ფინალში გორგოძემ ფრანგი მონე სამ სეტში გამოთიშა ასპარეზობას - 6:4, 1:6, 4:6. ნახევარფინალში კი იტალიელ ამბროზიოს ორ სეტში აჯობა - 7:6, 6:2.