მანჩესტერ იუნაიტედი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

იტალიური მედია: ოსიმენმა მან.იუნაიტედთან კონტრაქტი შეათანხმა

როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენი იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს. ნიგერიელი თავდამსხმელი ნაპოლის საკუთრებაა.

ახალი არავისთვის არის, რომ ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ის ამ ოცნებას ძალიან მალე აიხდენს.

Football Italia-ს ცნობით, ვიქტორმა მანჩესტერ იუნაიტედთან პირადი დეტალები შეათანხმა. ახლა ჯერი კლუბებზეა.

ნაპოლი ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს. წყაროს ცნობით, წითელი ეშმაკები 60 მილიონის გადახდას გეგმავენ, რაზეც დიდი ალბათობით უარს მიიღებენ.

შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მანჩესტერ იუნიატედი პარტენოპეის მოთხოვნილ თანხას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდება, მათ შორის პარი სენ ჟერმენი და ჩელსი, თუმცა Football Italia წერს, რომ ყველაზე რეალური მანჩესტერ იუნაიტედის ვარიანტია, რადგან ვიქტორმა პირადი დეტალები შეათანხმა.

ცნობისთვის, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად გალათასარაის მაისური 34-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: ფეხბურთელები განსხვავებულ პოზიციებთან კარგად ადაპტირდნენ
ენრიკე: ფეხბურთელები განსხვავებულ პოზიციებთან კარგად ადაპტირდნენ