საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

სკამზე იჯდა | ლობჟანიძე ცვლილებაზე გამოვიდა და გოლის გატანასთან ახლოს იყო

MLS-ში „ფილადელფიამ’’ შინ „ატლანტა იუნაიტედს’’ 3:0 მოუგო.

სტუმართა ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა რონი დეილამ გუნდის ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა.

საბა თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, 75-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:0 იყო, ქართველი გარემარბი გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა.

 

მიმდინარე სეზონში საბამ MLS-ში 9 მატჩი ჩაატარა (8 სასტარტოში) და მის აქტივში 4 საგოლე პასია.

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის „ატლანტა იუნაიტედი’’ 9 ქულით მე-12 ადგილზეა, 9-დან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა და 4 დათმო. მომდევნო ტურში, 27 აპრილს მე-7 ადგილზე მყოფ „ორლანდოს’’ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო | იეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო | იეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა