ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

პრობლემა ბარსელონაში - ლევანდოვსკიმ შესაძლოა 3 კვირა ვერ ითამაშოს

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ სელტას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

კატალონიურმა გრანდმა შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზა. ჰანსი ფლიკის გუნდი 1:3-ს აგებდა. ასეთი გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

78-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. საქმე კუნთის დაზიანებასთან გვაქვს.

დღეს ესპანური გამოცემები წერენ, რომ მაღალი ალბათობით ვეტერანი თავდამსხმელი 2-დან 3-კვირამდე გამოტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსას „ცხრიანი“ კოპა დელ რეის ფინალს რეალის წინააღმდეგ და ინტერთან ნახევარფინალურ დაპირისპირებებს გამოტოვებს. ეს კი სეზონით დასკვნით ნაწილში, ბლაუგრანასთვის დიდი დარტყმაა.

ცნობისთვის, რეალისა და ბარსელონას ფინალი 26 აპრილით თარიღდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ინტერთან 30 აპრილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები