მინესოტა ტიმბერვულვზი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

დონჩიჩის 37 ქულა საკმარისი არ იყო - ლეიკერსი მინესოტასთან დამარცხდა

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და ახლა პლეი-ოფის დროა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მინესოტას უმასპინძლა. დონჩიჩი&ჯეიმსის დუეტი უძლური აღმოჩნდა და ლეიკერსი დიდი ანგარიშით, 95:117 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, საუკეთესო სტატისტიკა დონჩიჩმა დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 41 წუთში 37 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება ჯეიმსს, მან 36 წუთსა და 15 წამში 19 ქულას, 5 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მინესოტას 25 ქულით, 9 მოხსნით და 2 პასით 24 წლის ჯეიდენ მაკდენიელსმა ულიდერა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 06:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხი მაჩვენებლის სამეულში - იოკიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ოთხი მაჩვენებლის სამეულში - იოკიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა