დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილის წარმატებული დაბრუნება | მონპელიესთან ლელო დადო

რაგბიში, ტოპ 14-ის 21-ე ტურში „ლიონმა’’ შინ „მონპელიეს’’ 32:23 მოუგო.

29 მარტს „ბაიონესთან’’ მიღებული ტრავმის შემდეგ, როცა არტურ იტურიას დაეჯახა, დავით ნინიაშვილი „ლიონს’’ „მონპელიესთან’’ დაუბრუნდა, 22 წლის ქართველი გარემარბი გუნდს ლელოთი და ზუსტად შესრულებული გარდასახვით დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში ნინიაშვილმა ტოპ 14-ში 17 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 ლელოა. ჩელენჯ ქაფზე ორ შეხვედრაში ერთი ლელო დადო.

ნინიაშვილი „ლიონში'' ბოლო სეზონს ატარებს, ზაფხულში „ლა როშელში'' მიდის. გასული წლის სექტემბერში, როცა გაირკვა, რომ ეს სეზონი ქართველისთვის „ლიონში'' ბოლო იქნებოდა, კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა განაცხადა: „ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახს ტოვებს’’.

შეგახსენებთ, 2021 წელს დავით ნინიაშვილი „ხვამლიდან'' „ლიონში'' გადავიდა, სადაც თავი მალევე დაიმკვიდრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ასევე, 2022 წელს მე-10 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსებში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - 18-წლამდე მორაგბეებმა ექვსი ერი დაასრულეს
მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - 18-წლამდე მორაგბეებმა ექვსი ერი დაასრულეს