ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: ფეხბურთელები განსხვავებულ პოზიციებთან კარგად ადაპტირდნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში პსჟ-მ შინ „ლე ავრს’’ 2:1 მოუგო. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა, სათადარიგოთა სკამზე დასვა და მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე ჩართო თამაშში.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბევრი მოთამაშე განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშა და ახალ პოზიციასთან კარგად ადაპტირდნენ. ესპანელი სპეციალისტისთვის ფეხბურთელებისთვის პოზიციების შეცვლა დამახასიათებელია, ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება, დღეს მარჯვენა ფლანგზე ათამაშა.

ლუის ენრიკე: „დღევანდელ მატჩში ბევრმა ფეხბურთელმა განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა. ვფიქრობ როგორც ბურთთან ერთად, ასევე უბურთოდ, მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირზე ტიტულის მოპოვებაა. საჭიროა ჩემპიონთა ლიგის მატჩს მაქსიმალურად კარგად მომზადებული შევხვდეთ. ასევე, თასი უნდა მოვიგოთ. გუნდური წარმატება პრიორიტეტია, შემდეგ მოდის ინდივიდუალური მიზანი, პირადი წარმატება. ბევრი მოთამაშე დღეს განსხვავებულ პოზიციასთან კარგად ადაპტირდა და ტიტულების მოსაგებად ეს ძალიან მნიშვნელოვანია''.

ლიგა 1-ის სეზონში პსჟ-მ 29 მატჩიდან 24 მოიგო, 5 ფრედ დასრულდა, ლუის ენრიკეს გუნდი არ დამარცხებულა. პარიზელებს ჩემპიონობა განაღდებული აქვთ, თუმცა სეზონის დაუმარცხებლად დასრულება სურთ. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ეს ლიგა 1-ის რეკორდი იქნება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზული კლუბის მეტოქე ლონდონის „არსენალია'', რომელმაც მადრიდის „რეალს'' მოუგო და არტეტას გუნდის სახით პსჟ-ს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო | იეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო | იეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა