დავითაძის სამი ვერცხლის მედალი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, მან 167/171/174 კგ. დააფიქსირა. აკვრაში თავი 201 / 205 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამითაც.
ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში 161/166 კგ. ასწია და მე-4 ადგილზე გავიდა. აკვრაში დაძლეული 188 /194 კილოგრამით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 360 კილოგრამით მე-5 ადგილზეა.
შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. მას ასისტენტობას ავთო გახოკიძე და გია ცირეკიძე უწევენ. თემურ ჯანჯღავა დავითაძის პირადი მწვრთნელია. ასევე, გუნდის ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაულია, ფიზიო-თერაპევტი - რუსლან ღიბრაძე.
მომზადებულია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდის მიხედვით