პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლე ავრი
Aa
Aa

კვარამ 17 წუთი ითამაშა - პსჟ-მ ლე ავრს მოუგო და წაუგებელ სერიას აგრძელებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლე ავრს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ქართველი ფეხბურთელი მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო.

ანგარიში მე-8 წუთზე დეზირე დუემ ბარკოლას პასით გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, გონსალუ რამუშმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მე-60 წუთზე სუმარემ ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში, ანგარიში აღარ შეცვლილა და პარი სენ ჟერმენის მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ს წაგების გარეშე აგრძელებს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, აქტიურად შემოვიდა და ბევრს ცდილობდა, თუმცა პსჟ შეტევაში დიდად არ აქტიურობდა და ბევრი მომენტიც არ იქმნებოდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ უკვე ჩემპიონია. მომავალ ტურში ნანტს დაუპირისპირდება. 29 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგაზე არსენალს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია - მამარდას თანაგუნდელმა გაუტანა
ვალენსიას 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია - მამარდას თანაგუნდელმა გაუტანა