ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო | იეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში „ვიტესმა’’ შინ „როდას’’ 3:0 მოუგო. არნემელთა ქართველმა შემტევმა ირაკლი იეგოიანმა დუბლი შეასრულა, ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, თუმცა მეკარემ აუღო.

ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, მემარჯვენემ ცაციათი ახლო მანძილიდან შესანიშნავად დაარტყა. 50-ე წუთზე თავით გაიტანა, მეტოქის საჯარიმოში პოზიცია კარგად შეარჩია და ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე ეპიზოდში მეკარემ აუღო.

Sofascore-მა იეგოიანს 8,8 დაუწერა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

პროფესიულ დონეზე პირველ სეზონს ატარებს და ეს მის კარიერაში პირველი დუბლია.

მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატის 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ნიდერლანდების თასის ერთ შეხვედრაში ითამაშა და უმაღლესი ლიგის „ვალვაიკს’’ გაუტანა. შედეგიანია და თუ ასე გააგრძელა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდება. გარდა ამისა, ნიდერლანდურმა მედიამ იეგოიანი ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის კლუბებს დაუკავშირა და შესაძლოა ზაფხულში ტრანსფერი შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია - მამარდას თანაგუნდელმა გაუტანა
ვალენსიას 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია - მამარდას თანაგუნდელმა გაუტანა