ბარსელონა
Aa
Aa

დიდებული ქამბექი - ბარსელონამ სელტას მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ სელტას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

მე-12 წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, რასაც მე-15 წუთზე ბორხა იგლესიასმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი ვიგოელებმა დიდებულად დაიწყეს. იგლესიასმა ჯერ 52-ე წუთზე გაისროლა შემდეგ კი 62-ეზე. თითქოს სელტამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბარსა არ გაჩერდა.

64-ე წუთზე დანი ოლმომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ზუსტად 4 წუთში რაფინიამ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი იქამდე არ გავიდა, სანამ სელტას კარში პენალტი არ დაიდო. ბურთთან რაფინია მივიდა და უნაკლოდ შეასრულა.

კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამ მომენტისთვის, ბლაუგრანა ბლანკოსს 7 ქულით უსწრებს, თუმცა რეალს მარაგში 1 მატჩი აქვს. ანჩელოტის გუნდი თავის შეხვედრას 20 აპრილს ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები