სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

ვემბანიამას და ჯინობილის გვერდით | აშშ-ში მამუკელაშვილის მურალი გაჩნდა

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს სან ანტონიოში მურალი გაუხსნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამუკელაშვილი „სპურსის“ სხვა ყოფილი და მოქმედი კალათბურთელების გვერდით გამოსახეს, როგორებიც არიან დევიდ რობინსონი, მანუ ჯინობილი, დევინ ვასელი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა და ჯერემი სოჩანი.

მურალის ავტორი სან-ანტონიოელი მხატვარი ნიკ სუპეა.

სანდრო მამუკელაშვილი:

„ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. არა მგონია, რომ საქართველოში ჩემი მურალი არსებობდეს, ამიტომ სან ანტონიოში ასეთი რამის ხილვა ნამდვილად დიდი მიღწევაა.

მადლობა მინდა ვუთხრა მხატვარს, მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ამ მურალს ვნახავ. ფოტოები ვნახე და მშობლებსაც გავუგზავნე - ყველა ძალიან ბედნიერია“.

View this post on Instagram

A post shared by Nik Soupè (@souplaws)

აქვე გეტყვით, რომ მამუკელაშვილს „სპურსთან“ მოქმედი ერთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურება და ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა (34 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი 19:27 წუთში) და გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც 34 ქულა 20 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალენდარს ჩავხედე, 1 აპრილი მეგონა“ - დონჩიჩმა ტრეიდის ამბები გაიხსენა
„კალენდარს ჩავხედე, 1 აპრილი მეგონა“ - დონჩიჩმა ტრეიდის ამბები გაიხსენა