ვალენსიას 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია - მამარდას თანაგუნდელმა გაუტანა
ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსიამ’’ „რაიო ვალეკანოსთან’’ გასვლით მატჩში ქულა აიღო - 1:1.
ტრადიციულად, „ღამურების’’ კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა, სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გოლისას შეცდომა არ დაუშვია, მის თანაგუნდელ სეზარ ტარეგას ბურთი მხარზე მოხვდა და კარში შევარდა, ავტოგოლი დაფიქსირდა. მეორე ტაიმში, 75-ე წუთზე სადიქმა ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილის აქტივში 4 „სეივია’’, თუმცა მისი კარის მიმართულებით რთული დარტყმა არ განხორციელებულა, მარტივი დარტყმები აიღო ან მოიგერია.
ლა ლიგაში კარლოს კორბერანის გუნდის დაუმარცხებელი სერია 7-მატჩიანია (4 მოგება, 3 მარცხი). „ღამურებმა'' 32 მატჩში 38 ქულა დააგროვეს და 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-14 ადგილზე არიან. ამ მომენტისთვის, როცა ტური ჯერ არ დასრულებულა და აუტსაიდერ გუნდებს სათამაშო აქვთ, გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებენ.
მომდევნო ტურში, 22 აპრილს „ვალენსია'' „ესპანიოლს'' მიიღებს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28-დან 7 მატჩში გოლი არ გაუშვა.