ჰოლოუეის იდეალური მებრძოლი - მაქსმა დვალიშვილიც ახსენა
MMA-ში ბოლო დროს საკმაოდ მიღებული პრაქტიკა გახდა ცნობილი მებრძოლების მიერ ფავორიტი სპორტსმენის დასახელება, თუმცა ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის და ისინი საკუთარ არჩევანს პროფესიონალური თვალსაზრისით ასაბუთებენ. ითვალისწინებენ რა შერეულ ორთაბრძოლებში საჭირო ყველა საჭირო თვისებას და სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით იდეალურ მებრძოლს ასახელებენ. ამჯერად მსგავსი არჩევანის წინაშე მაქს ჰოლოუეი დადგა, რომელმაც ერთ-ერთ კომპონენტში საუკეთესოდ, ქართველი „მანქანა“ მერაბ დვალიშვილი დაასახელა.
რას ამბობს ჰოლოუეი
ჩემს მიერ შერჩეულ საუკეთესო მებრძოლს ჟორჟ სენ-პიერის თეიქდაუნები, ფრენსის ნგანუს ძალა, მაქს ჰოლოუეის ფეხების სიძლიერე და კრივი, მერაბ დვალიშვილის გამძლეობა, ჯონ ჯონსის დაცვა და დემეტრიუს ჯონსონის აღნიშვნები უნდა ახასიათებდეს.
როგორც ხედავთ, ჰოლოუეიმ იდეალური სპორტსმენის ორ კომპონენტში საკუთარი პლუსები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ის ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიდა და მესამე რაუნდში ილია თოფურიამ ის მისივე მთავარი იარაღით, კარგი კრივით დაანოკაუტა.