ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

ოთხი მაჩვენებლის სამეულში - იოკიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა

წინა სეზონების მსგავსად, NBA-ს წლევანდელ რეგულარულ ეტაპზეც ნიკოლა იოკიჩი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და რამდენიმე მატჩში ისეთი ფენომენალური შედეგები აჩვენა, რომ გულშემატკივრების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ბუნებრივია, მთელი წლის მანძილზე მსგავსი სტაბილური ასპარეზობის ხარჯზე, 30 წლის სერბი კალათბურთელი საერთო ჯამშიც ერთი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა.

იოკიჩი პირველი მოთამაშეა NBA-ს ისტორიაში, რომელიც რეგულარული ეტაპის შედეგების მიხედვით, ერთბაშად ოთხი მაჩვენებლის ტოპ-სამეულში მოხვდა. ის საშუალოდ 29,6 ქულას (მესამე ადგილი), 12,7 მოხსნას (მესამე ადგილი), 10,2 ასისტს (მეორე ადგილი) და 1,8 ჩაჭრას (მესამე ადგილი) აგროვებდა. ჩაჭრების რაოდენობით ცხრილში თუ ჩავიხედავთ, ნიკოლა მეცხრე პოზიციაზეა, თუმცა იმ კალათბურთელებს შორის, რომელთაც 60, ან მეტი მატჩი აქვთ გამართული, მესამე საფეხური უკავია.

შეგახსენებთ, რომ „დენვერმა“ ძირითადად სწორედ იოკიჩის ფენომენალური ასპარეზობის ხარჯზე, დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ნაგეტსის“ მეტოქე „კლიპერსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოკიჩის 61-ქულიანი სამმაგი დუბლი | დენვერისა და მინესოტას საოცარი მატჩი
იოკიჩის 61-ქულიანი სამმაგი დუბლი | დენვერისა და მინესოტას საოცარი მატჩი