ნეიმარი
Aa
Aa

ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებთ - სანტოსის განცხადება ნეიმარის ტრავმაზე

ბოლო პერიოდში ნეიმარს აშკარად არ უმართლებს - ბრაზილიელი ფეხბურთელის სამსახურზე უარი საუდის არაბეთში რამდენიმე თვის წინ უარი სწორედ ტრავმებისადმი მისი მიდრეკილობის გამო თქვეს, თუმცა მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნებული ჟუნიორიც ხშირად იღებს დაზიანებებს და ამჯერადაც ასე მოხდა - ბრაზილიის ჩემპიონატის IV ტურში  „თევზების“ ლიდერი „ატლეტიკო მინეიროსთან“ დაშავდა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გავრცელდა.

რას წერენ ნეიმარზე

ნეიმარის მდგომარეობა ასეთი იყო - კუნთის ტრავმისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, მაქსიმალურად ვარჯიშობდა მასის მოსამატებლად. დაბრუნდა მოედანზე და „ატლეტიკო მინეიროსთან“ მატჩში ახალი დაზიანება მიიღო და დისკომფორტი იგრძნო მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში. საბედნიეროდ, ძველი ტრავმის რეციდივთან საქმე არ გვაქვს და ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პროცესი უკვე დაიწყო, პარალელურად კი მუშაობს იმაზე, რომ კუნთების მასა გაუძლიერდეს და სამომავლოდ ახალი უიღბლობებისგან დაზღვეული იყოს. დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, რადგან ნეიმარი სამედიცინო შტაბის წევრებთან ერთად ჯერ კიდევ განიხილავს მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებს.

ცნობისათვის, „სანტოსში“ დაბრუნების შემდეგ, 33 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავის გაწირვა მოუწევს“ - რონალდო ნეიმარის სანაკრებო კარიერაზე
“თავის გაწირვა მოუწევს“ - რონალდო ნეიმარის სანაკრებო კარიერაზე