„ნამდვილი ქარიშხალი ელოდება“ - ანკალაევი პერეირასთან რემატჩზე
ალექს პერეირა სოციალური ქსელის საშუალებით პერმანენტულად დებს ვიდეობს საკუთარი მზადების შესახებ და თუ ვისთან შესახვედრად ემზადება, ყველამ ძალიან კარგად იცის. UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმაც აღნიშნა, რომ „პო ატანსა“ და მაგომედ ანკალაევს შორის რემატჩის რაც შეიძლება სწრაფად ჩანიშვნა საფუძველსმოკლებული სულაც არ არის და ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. დაღესტნელი მებრძოლი ამასთან დაკავშირებით აქამდე ვრცელ კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა ამჯერად ტრადიცია დაარღვია და ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს დაემუქრა.
რას ამბობს ანკალაევი
ვკითხულობდი მის განცხადებებს და მიკვირდა ეს ყველაფერი - პერეირა ფიქრობს, რომ ხუთიდან სამ რაუნდში მაჯობა და გამარჯვებას იმსახურებდა. სწორედ ამიტომ, ღიად ვაცხადებ, თუ მას რემატჩი სურს, ამას აუცილებლად მიიღებს. ოღონდ, გაითვალისწინოს, რომ წინ ნამდვილი ქარიშხალი ელოდება, როგორსაც ცხოვრებაში არასოდეს შეჯახებია.
შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის დაპირისპირება 9 მარტს, UFC 313-ის მთავარი მოვლენა გახლდათ, სადაც დაღესტნელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ბრაზილიელს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.