ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

„კალენდარს ჩავხედე, 1 აპრილი მეგონა“ - დონჩიჩმა ტრეიდის ამბები გაიხსენა

ლუკა დონჩიჩის „დალასიდან“ „ლეიკერსში“ გადასვლა მთელი მსოფლიოს საკალათბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა და მისი ტრეიდი NBA-ს ისტორიაში ყველაზე სენსაციურად უკვე მოინათლა. თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი შოკი ამ ყველაფრით თავად სლოვენიელმა კალათბურთელმა მიიღო, რომელმაც მაშინდელი ამბები პირველად ESPN-თან ახლახანს ჩაწერილ ინტერვიუში გაიხსენა.

რას ამბობს დონჩიჩი

როდესაც ამ ყველაფრის თაობაზე გავიგე, საწოლში ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. გამწარებულმა მობილური სადღაც მოვისროლე, თუმცა ტელეფონს მოგვიანებით რომ დავხედე, ის ისევ მუშაობდა. ამის შემდეგ კალენდარს რამდენჯერმე ჩავხედე, რადგან მეგონა 1 აპრილი იყო და მეხუმრებოდნენ. ნამდვილ შოკში ვიყავი, აუხსნელად დიდი შეურაცხყოფა მომაყენეს და ვგრძნობდი, რომ ამ საქციელით გული მომიკლეს.

ცნობისათვის, ლუკა დონჩიჩის ამჟამინდელი გუნდის, „ლეიკერსის“ მეტოქე დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში „მინესოტა ტიმბერვულვზი“ იქნება. მისი ყოფილი კლუბი „დალასი“ კი შესაძლოა სლოვენიელის გაშვებას უკვე ნანობს, რადგან „მავერიქსი“ „მემფისთან“ პლეი ინში დამარცხდა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ ერთი ჩემპიონობა კარის ჯორდანის გვერდით დააყენებს“ - პოლ პირსის მოსაზრება
„კიდევ ერთი ჩემპიონობა კარის ჯორდანის გვერდით დააყენებს“ - პოლ პირსის მოსაზრება