ილია თოფურია, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„გააკეთოს ეს ილიამ და პრობლემა არაა“ | კორმიე მახაჩევისა და თოფურიას ჩხუბზე

UFC-ის ლეგენდამ, დენიელ კორმიემ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. კორმიეს აზრით, მახაჩევს „ლეგენდასთან“ საჩემპიონო ქამრის დაცვა ბევრს არაფერს მოუტანს და თოფურიას ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს.

„ისლამს UFC-ში ყველაზე გრძელი მოგებების სერია და საუკეთესო რეზიუმე აქვს. თოფურია UFC-ში რამდენიმე წელია ჩხუბობს და მგონი, 6-7 ორთაბრძოლა აქვს გამართული, როდესაც ისლამი ოქტაგონზე 16-ჯე თუ 17-ჯერ გასულა.

მახაჩევს ბრწყინვალე რეზიუმე აქვს და მათ უნდათ, ისლამმა მთელი თავისი მემკვიდრეობა სასწორზე დადოს, რასაც ის არ გააკეთებს. არ გააკეთებს მეტოქის გამო, რომელსაც მხოლოდ ორი დიდი ორთაბრძოლა აქვს მოგებული. თოფურიამაც იგივე გზა გაიაროს და არანაირი პრობლემა არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას ზაფხულში სურს ოქტაგონზე გასვლა და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემოდგომაზეც იჩხუბოს. პრობლემა ისაა, რომ მახაჩევს მასთან დაპირისპირება არ სურს. ისლამის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ეს თავად განაცხადა და მოგვიანებით, რუსი მებრძოლის გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „ლეგენდამ“ ჯერ ტოპ 5-ის წევრი მებრძოლი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა