კილიან მბაპე
Aa
Aa

თასის ფინალში ითამაშებს - მბაპეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა

მადრიდის „რეალის“ ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე ესპანეთის თასის ფინალში თამაშს შეძლებს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა AS-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, მბაპეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა და მხოლოდ მარჯვენა ფეხის კოჭის მცირე დაჭიმულობა დაუდგინდა.

„პირველი გამოკვლევების შედეგები ასევე დაჭიმულობაზე მიუთითებდა, თუმცა სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბში გადაწყვიტეს, განმეორებითი გამოკვლევა 48 საათში ჩაეტარებინათ.

საგანგაშო არაფერია: რამდენიმედღიანი დასვენება, ფიზიოთერაპია და ფრანგი ფორვარდი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს“ , - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ ტრავმა „არსენალთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალის“ უახლოეს მატჩს მბაპე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს - ფრანგი ფორვარდი მოედნიდან ანტონიო ბლანკოს წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს და მან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე VS პსჟ - პარიზული კლუბის ანგარიშზე 55 მილიონი ევრო გაყინეს
მბაპე VS პსჟ - პარიზული კლუბის ანგარიშზე 55 მილიონი ევრო გაყინეს