ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

რომელი ქართველი მებრძოლი შეამოწმეს ყველაზე მეტჯერ | დოპინგ-ტესტი UFC-ში

UFC-ის ანტი-დოპინგის სააგენტომ საკუთარი მონაცემთა ბაზა განაახლა და ცნობილი გახდა, რომელ მებრძოლს რამდენი ტესტი ჩაუტარდა 2025 წლიდან 18 აპრილამდე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერო ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებული მონაცემებია.

2025 წელს, ყველაზე მეტჯერ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი შეამოწმეს - სამჯერ. ამავე წონითი დივიზიონის წარმომადგენელმა, ალექსანდრე თოფურიამ ორი ტესტი ჩააბარა, მისმა ძმამ, ილიამ - ერთი.

გიგა ჭიკაძე მხოლოდ ერთი დოპინგ-ტესტი ჩაუტარდა. რომან დოლიძე ერთხელ შეამოწმეს, გურამ ქუთათელაძეს რაც შეეხება, „ქართველმა ვიკინგმა“ შემოწმება ორჯერ გაიარა. საინტერესოა ისიც, რომ UFC-ის ჩემპიონებს შორის, 3-3-ჯერ მხოლოდ დვალიშვილი და ისლამ მახაჩევი შეამოწმეს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ქართველი, რომელსაც ოქტაგონზე ვიხილავთ, გიგა ჭიკაძეა. „ნინძა“ 27 აპრილს იჩხუბებს და მისი მეტოქე დავიდ ონამაა, რომელსაც კარიერაში ორი მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა